ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტი მოიპოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში დაეხმარა – მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პარიზელებმა 4:3 იმარჯვეს.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ქართველის გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. ლონდონელების სწრაფი კონტრშეტევა მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა დააგვირგვინა და „არსენალი“ წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელიამ ითამაშა – ქართველი ვარსკვლავი საჯარიმოში წააქციეს და „არსელანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 65-ე წუთზე უსმან დემბელემ უნაკლოდ გამოიყენა.

83-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.

მას მერე, არც ძირითად დროში და არც დამატებულ 30 წუთში გოლი აღარ გასულა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.