პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში ითამაშებს

10:53, 04.04.2019
PARIS, FRANCE - APRIL 03: Marco Verratti #6 of Paris Saint-Germain celebrates his goal with Juan Bernat Velasco #14 of Paris Saint-Germain during the Coupe de France Semi Final match between Paris Saint-Germain and FC Nantes at Parc des Princes on April 3, 2019 in Paris, France. (Photo by Catherine Steenkeste/Getty Images)

პარი სენ-ჟერმენმა ნანტი იოლად დაამარცხა და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა. პარიზული გრანდი ამ პრესტიჟული ჯილდოს 12-გზის მფლობელია და 27 აპრილს, სტად დე ფრანსზე, ზედიზედ მეხუთედ შეეცდება მის მოგებას.

ნანტის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ანგარიში მარკო ვერატიმ 29-ე წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში კილიან მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვა – 2:0. საბოლოო ანგარიში კი დანი ალვეშმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.

ნანტის ფეხბურთელი კალიფა კულიბალი მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.

პარი სენ-ჟერმენის მეტოქე ფინალურ მატჩში სამშაბათს გახდა ცნობილი. ეს იქნება ჩეპიონატში მეათე ადგილზე მყოფი რენი, რომელმაც ნახევარფინალში ლიონი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მსგავსი