პარი სენ-ჟერმენი – ნეიმარი არ იყიდება

17:10, 13.05.2018

„პარი სენ-ჟერმენი” არ გაყიდის ფორვარდ ნეიმარს, ამის შესახებ საკუთარი წყაროს მეშვეობით ესპანურმა გაზეთმა Marca-მ შეიტყო. გამოცემის ინფორმაციით, პარიზული კლუბი არ მისცემს უფლებას სხვა გუნდებს, მოლაპარაკებები აწარმოონ ბრაზილიელის წარმომადგენლებთან.

“ჩვენ არ დაგვიწესებია გამოსასყიდი ნეიმარზე, რადგან ის არ იყიდება”, – აცხადებენ პსჟ-ის ხელმძღვანელობაში.„სხვა კლუბებს არ აქვთ შანსები, მოილაპარაკონ მის ტრანსფერზე”.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის მამა და აგენტი ამზადებს ნეიმარის წასვლას “პარი სენ-ჟერმენიდან“. ყველაზე რეალურ პრეტენდენტად სახელდებოდა მადრიდის “რეალი”.

მსგავსი