„პარი სენ-ჟერმენი“ France Football-მა წლის საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ დაასახელა #1TVSPORT

02:04, 27.10.2026

ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა 2026 წლის საუკეთესო საფეხბურთო კლუბად „პარი სენ-ჟერმენი“ დაასახელა. პარიზულმა გუნდმა ეს პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

გამარჯვებული ლონდონში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების 70-ე ცერემონიაზე გამოაცხადეს.

ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პარიზულმა კლუბმა 2025/26 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

გასული ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონმა ექვსი ტიტული მოიპოვა, მათ შორის, უეფა-ს სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის „პარი სენ-ჟერმენის“ რეკორდული რაოდენობის, ათი ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი