პარეხო და კოკლენი „ვილიარეალში“ გადავიდნენ
პარეხო და კოკლენი „ვილიარეალში“ გადავიდნენ

დანი პარეხომ და ფრანსის კოკლენმა ოფიციალურად დატოვეს „ვალენსია“ და დღეს საღამოს უკვე „ვილიარეალის“ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებენ.

ნახევარმცველებმა გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. სატრანსფერო თანხის შესახებ კლუბებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ კლუბები 20 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

კოკლენიღამურებში“ 2018 წლიდან ირიცხებოდა, ამ სეზონში მან 36 თამაშში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც შეეხება პარეხოს, 31 წლის ესპანელი ნახევარმცველი „ვალენსიას“ კაპიტანი გახლდათ, მას 47 თამაშში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.