პარაწოლჭიმში იაგო გორგოძე ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
იაგო გორგოძე ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მსოფლიო თასის გამარჯვებულია.
ქართველმა პარაძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია (182/187/191 კგ), ჯამში 560 კგ ასწია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაზე წინა დღეებში ქართველი პარასპორტსმენებიდან მაკა კვინჩიამ – ვერცხლის, ხოლო შოთა ომარაშვილმა ბრინაჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.