პარაწოლჭიმი | ჯინჭარაძე და ლაცაბიძე ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებულები გახდნენ #1TVSPORT
პარაწოლჭიმი | ჯინჭარაძე და ლაცაბიძე ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებულები გახდნენ #1TVSPORT

ქართველი პარაძალოსნები აკაკი ჯინჭარაძე და გიორგი ლაცაბიძე პარაწოლჭიმში ეგვიპტის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

ჯინჭარაძემ 107 კგ წონით კატეგორიაში, ინდივიდუალურ შეჯიბრში, 238 კგ ასწია და პირველ ადგილზე გავიდა. ჯინჭარაძემ სამი ცდის ჯამში ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა, გიორგი ლაცაბიძემ სამი ცდის შემდეგ (210/213/215 კგ) ჯამში 638 კგ დაძლია.

საქართველოს პარაწოლჭიმის ეროვნულმა გუნდმა შარმ-ელ-შეიხში 2024  წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა საუკეთესო შედეგით დაასრულა – ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა.