პარაკანოე | ისტორიული პირველი ადგილი მსოფლიო თასზე #1TVSPORT

18:36, 25.05.2025

პოლონეთის ქალაქ პოზნანში, მსოფლიო თასის გათამაშებაში, ​პარაკანოეში 200-მეტრიან დისტანციაზე სერჰიი ემილიანოვმა პირველი ადგილი დაიკავა.

მან დისტანცია 40.7 წამში დაფარა. ეს ისტორიული შედეგია ქართველი პარაკანოისტებისთვის.

აღნიშნულ ტურნირზე ჩვენი ნაკრები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

მსგავსი