პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, მარიო აბდო ბენიტესმა გაიმარჯვა

12:11, 23.04.2018

პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, კონსერვატორმა, მარიო აბდო ბენიტესმა გაიმარჯვა.

საარჩევნო უბნების 96%-ის დათვლის შემდეგ, ბენიტესმა ხმების 46.49% აიღო. ოპოზიციის კოალიციის კანდიდატს კი საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის 42.72%-მა მისცა ხმა.

საარჩევნო პროგრამაში ბენიტესი ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის დაბალი გადასახადების დაწესების, სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების და ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ინიციატივით გამოვიდა. ბენიტესი მოსახლეობას ასევე დაპირდა ეკონომიკის 6%-იან ზრდას და ერთნაირსქესიანების ლეგალიზაციის წინააღმდეგ მოქმედებას.

პარაგვაის კანონმდებლობა მეორე ტურის გამართვას არ ითვალისწინებს. პარაგვაი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა აკრძალული აქვს. აღნიშნული ზომა 1989 წელს ალფრედო სტრესნერის დიქტატურის დამხობის შემდეგ დაწესდა.

მსგავსი