პარაგვაის პრეზიდენტმა საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
პარაგვაის პრეზიდენტმა საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო

პარაგვაის პრეზიდენტმა საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, იერუსალიმში ახალი საელჩოს გახსნას პარაგვაის პრეზიდენტი თავადაც დაესწრება.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ემანუელ ნაჰშონი აცხადებს, რომ პარაგვაის პრეზიდენტი, ჰორაციო კარტესი იერუსალიმს მაისის ბოლოს ესტუმრება.