პარაფარიკაობა | ზადიშვილის ვერცხლი, თიბილაშვილის ბრინჯაო პიზის მსოფლიოს თასზე [ვიდეო] #1TVSPORT
18 ნოემბერს, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარეობს.
ნახევარფინალში, ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ერთმანეთის პირისპირ პარამოფარიკავეები გვანცა ზადიშვილი და ნინა თიბილაშვილი აღმოჩნდნენ.
ფინაში ზადიშვილი გავიდა და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა. ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა.
პირველი ადგილი პოლონელ კინგა დროჟდს ერგო.
19 ნოემბერს ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ირმა ხეცურიანი იასპარეზებს, ხოლო დაშნით ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოვლენ.