პარაფარიკაობა | ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები (ხმლით ფარიკაობა) გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ჩვენმა პარამოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირის ნახევარფინალში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 43:45 წააგეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.
ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობას განაგრძობენ. ხვალ, 9 მარტს ჩვენი გოგონები მედლების მოპოვებას რაპირით ბრძოლაში შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.