პარაფარიკაობა | ნინა თიბილაშვილმა პიზის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

23:06, 15.03.2025

ნინა თიბილაშვილმა პარაფარიკაობაში იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან შეხვედრა ანგარიშით 11:15 დათმო და ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე დღეს პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ხმლით ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი