პარაფარიკაობა | ნინა თიბილაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა პარამოფარიკავემ ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმა ანგარიშით 15:5 დაამარცხა, ფინალში კი კინგა დროჟდთან 7:15 წააგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ირმა ხეცურიანი ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) დღეს ხმლით მოფარიკავეთა გუნდურ ტურნირში იასპარეზებს, 9 მარტს კი რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოვა.