პარაფარიკაობა | ირმა ხეცურიანმა სან პაულუს მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ჩვენმა ტიტულოვანმა პარამოფარიკავემ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალექსანდრა ილმინსკაია 15:10 დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ანრი საკურაისთან 14:15 წააგო და მსოფლიო თასზე მეორე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე შეჯიბრებაზე ირმამ ოქროს მედალი მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას სან პაულუს თასზე. დღეს ასევე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც რაპირით იასპარეზებენ.