პარაფარიკაობა | ირმა ხეცურიანმა პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაფარიკაობა | ირმა ხეცურიანმა პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

იტალიაში ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია და ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზის 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს მოგვიანებით ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში იასპარეზებენ.