პარაძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს, რომელმაც მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა, აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
პარაძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს, რომელმაც მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა, აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

ქართველი პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშების ფინალში ზვიად გოგოჭურმა ორგზის ოლიმპიური პრიზიორი – ლონდონის ვერცხლის, პეკინის ბრინჯაოს მფლობელი სემ ინგრემი დაამარცხა. ქართველი პარასპორტსმენი 100 კგ. წონით კატეგორიაში აპარეზობდა.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ანტალიიდან დღეს, გვიან ღამით ჩამოფრინდა. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ზვიად გოგოჭურმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და მწვრთვნელებს.

„საკმაოდ ძლიერი ტურნირი იყო, ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა, შევძელი და დავამარცხე. საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე“, – განაცხადა ოქროს მედლის მფლობელმა ზვიად გოგოჭურმა.

ზვიად გოგოჭური 2016 წლის რიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ანტალიის მსოფლიო თასის გათამაშებაში 38 ქვეყანა და 250-მდე პარასპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს სახელით ასევე იასპარეზეს პარაძიუდოს ნაკრების წევრებმა გიორგი გამჯაშვილმა (66 კგ. წონით კატეგორიაში), ბაჩუკი შელიამ (73 კგ. წონით კატეგორიაში) და გიორგი ბერიძემ (81 კგ. წონით კატეგორიაში).

დატოვე კომენტარი