პარაძიუდო | თბილისის მსოფლიო თასზე ქართული ფინალი გაიმართება, ბრინჯაოსთვის სამი პარასპორტსმენი იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველ პარასპორტსმენს ვიხილავთ. ქართული ფინალი გაიმართება J1,-95კგ-ში, სადაც ერთმანეთს პარალიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური და პარალიმპიური, მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი რევაზ ჩიკოიძე დაუპირისპირდებიან.
რამინ ყიფშიძე (J1,+95კგ), ქეთევან გილიგაშვილი (J2,-70კგ) და ინა ქალდანი (J2,+70კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ტურნირში 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი მონაწილეობს.
ფინალური ბლოკი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯოს მედალი მოიპოვა.