პარაძიუდო | ჰაიდელბერგის საერთაშორისო ტურნირზე შიობრიშვილმა - ვერცხლის, ყიფშიძემ კი ბრინაჯოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | ჰაიდელბერგის საერთაშორისო ტურნირზე შიობრიშვილმა - ვერცხლის, ყიფშიძემ კი ბრინაჯოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პარაძიუდოში (J1) უსინათლოთა შორის ჰაიდელბერგში მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო ტურნირი ჩვენმა პარაძიუდოისტებმა, მიშიკო შიობრიშვილმა და რამინ ყიფშიძემ მედლებით დაასრულეს.

შიობრიშვილმა (81კგ) წონით კატეგორიის ნახევარფინალურ ბრძოლაში კანადელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ყაზახ პარაძიუდოისტთან წააგო და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

რამინ ყიფშიძე 95 კგ-ში ასპარეზობდა. მან ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, თუმცა შეჯიბრება კვარცხლბეკზე დაასრულა. მის ანგარიშზე ბრინჯაოს მედალია.