პარაძიუდო | გოგოჭური და ჩიკოიძე მსოფლიო თასის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე 2025 მსოფლიო თასის გათამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ექვსი პარასპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც ზვიად გოგოჭური ( J2 95კგ) და რევაზ ჩიკოიძე (J2 +95კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ტურნირზე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ ლაშა ყიზილაშვილი (J2 95კგ) და ქეთევან გილიგაშვილი (J2 70კგ).
შეჯიბრზე ჯერ პირველი ორთაბრძოლები არ ჩაუტარებიათ რამინი ყიფშიძეს (J1 95კგ) და გიორგი ბერიძეს (J1 95 კგ).
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო, ფინალურ ბლოკს კი 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ თბილისის თასის გათამაშების პირველ დღეს ჩვენმა პარაძიუდოისტებმა ორი ოქროს, თითო-თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საერთაშორისო ტურნირს პარაძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარაათლეტები იღებენ, თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს და ის პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია.