პარაძიუდო | გიორგი ქალდანი პარალიმპიური თამაშების ფინალშია #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძოუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 – 73კგ) ნახევარფინალში უზბეკი კურანბაევი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და შეჯიბრების ფინალში გავიდა.
ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლში ქართველი პარასპორტსმენი იაპონელ სეტოს დაუპირისპირდება. დღეს ტურნირზე მოასპრეზე მეორე ქართველი პარა ძიუდოისტი ინა ქალდანი რამდენიმე წუთში პარალიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.