ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი ქალდანი ლიეტუველთან დამარცხდა #1TVSPORT
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი ქალდანი ლიეტუველთან დამარცხდა #1TVSPORT

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ლიეტუველ ოსვალდს ბარეიკისს დაუპირისპირდა.

მეტოქემ ვაზარით უპირატესობა თავიდავე მოიპოვა და ბრძოლის დარჩენილ მონაკვეთში მის შენარჩუნებას ცდილობდა. შეინარჩუნა კიდეც, თუმცა ორი გაფრთხილება მიიღო.

ასე და ამგვარად, ტოკიო 2020-ის პარალიმპიადის ბრინჯაოს მედალი ბარეიკისს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალი უკვე არის, რომელიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუპოვა.