პარაძიუდო | დღეს ევროპის ჩემპიონატზე თბილისში შვიდი ქართველი გამოვა #1TVSPORT
თბილისში პარაძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირში 20 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი ასპარეზობს. დღეს კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):
+95 კგ. გიორგი ბერიძე
+95 კგ. რამინ ყიფშიძე
J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):
-95 კგ. ზვიად გოგოჭური
-95 კგ. ლაშა ყიზილაშვილი
+95 კგ. რევაზ ჩიკოიძე
-70 კგ. ქეთი გილიგაშვილი
+70 კგ. ინა ქალდანი
ტურნირის პირველ დღეს J1 კატეგორიაში (უსინათლოთა შორის) საბა ბაღდავაძემ (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე J2 კატეგორიაში (მცირემხედველთა შორის) (-81კგ-ში) ქართული ფინალი გაიმართა – ბაჩუკი შელია ლევან გუგავას დაუპირისპირდა. შეხვედრა გუგავას გამარჯვებით დასრულდა.
-70კგ-ში ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ქალდანი გახდა, ზურაბ ზურაბიანმა კი მესამე ადგილი დაიკავა.
პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.