პარაძიუდო | ჩიკოიძე თბილისის მსოფლიო თასის ფინალშია, ყიზილაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ექვსი პარასპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც რევაზ ჩიკოიძე (J2 +95კგ) ფინალშია, ლაშა ყიზილაშვილი (J2 95კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ტურნირზე ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ზვიად გოგოჭური (J2 95კგ).
მსოფლიო თასის ფინალურ ბლოკს 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ თბილისის თასის გათამაშების პირველ დღეს ჩვენმა პარაძიუდოისტებმა ორი ოქროს, თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საერთაშორისო ტურნირს პარაძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარაათლეტები იღებენ, თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს და ის პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია