პარაძიუდო | ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ცხრა მედალია #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ლაშა ყიზილაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.
კონტინენტის პირველობის ფინალში დამარცხდა ზვიად გოგოჭური (95 კგ) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტურნირზე 70 კგ-ში ქალთა შორის მესამე ადგილი დაიკავა ინა ქალდანმა.
ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვეცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ხვალ, 21 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობები გაიმართება.
პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.