პარაწოლჭიმი | მაკა კვინჩიამ ეგვიპტის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაწოლჭიმში მაკა კვინჩიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩვენმა პარაძალოსანმა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში სამი ცდის ჯამში წარმატებით დაძლია 90-95-97კგ, 282კგ. დააგროვა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო თასზე შოთა ომარაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.