პარაწოლჭიმი | აჰმად რაზმაზარი თბილისის თასის გამარჯვებული და ევროპის რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT
პარაწოლჭიმი | აჰმად რაზმაზარი თბილისის თასის გამარჯვებული და ევროპის რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი და ევროპის რეკორდია.

აჰმად რაზმაზარი თბილისი 2023-ის გამარჯვებული და კონტინენტის რეკორდსმენი გახდა. ჩვენმა პარასპორტსმენმა (-80 კგ) წონით კატეგორიაში 211 კგ დაძლია და დღეს დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. შოთა ომარაშვილმა (-80 კგ) კი 160 კგ დააფიქსირა და შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასი დღეს დაიწყო და პირველი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისის შეჯიბრება პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ტურნირია.

მსოფლიო თასის ორგანიზატორი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია, ტურნირის მხარდამჭერები კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და საზოგადოებრივი მაუწყებელი არიან.