პარაძიუდო | ზურაბიანი და ქალდანი თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრან პრიზე პარაძიუდოში ქართველი პარასპორტსმენები ზურაბ ზურაბიანი (-60კგ) და გიორგი ქალდანი (-73კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ტურნირი პარიზის 2024-ის შემაჯამებელი სალიცენზიო შეჯიბრია. ასეთი მასშტაბური ტურნირი (400 დელეგატი) პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება. ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები: უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IBSA), ძიუდოს საერთაშოროსო ფედერაცია (IJF) და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (GJF).
საინფორმაციო მხარდამჭერი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.