პაპუნაშვილმა „რეალ სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
პაპუნაშვილმა „რეალ სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გადაწყვეტილია, რომ “რეალ სარაგოსა” ორ წამყვან მოთამაშეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ერთ-ერთი მათგანი ქართველი ფეხბურთელია.

„რაულ გუტს გაუმჯობესებული ხელშეკრულება ექნება, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა” – ინფორმაციას ესპანური გამოცემა “elperiodicodearagon” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “რეალ სარაგოსა” ახალი სეზონისთვის ახალი გუნდის ფორმირებას ცდილობს.

„გუნდის ფორმირება დაწყებულია და ეს მომავალზე გათვლილი გეგმებია. კლუბმა გიორგი პაპუნაშვილის ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გააგრძელა და მოთამაშე არაგონელებთან 2022 წლამდე დარჩება“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი “რეალ სარაგოსაში” 2017 წლის ზაფხულში თბილისის “დინამოდან” გადავიდა – მან 28 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ბოლოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.