პაპუნაშვილმა „რასინგი“ დატოვა - დიდი იმედითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანებმა ვერ დაინახეს და არ დააფასეს
პაპუნაშვილმა „რასინგი“ დატოვა - დიდი იმედითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანებმა ვერ დაინახეს და არ დააფასეს

გიორგი პაპუნაშვილს სანტანდერისრასინგთან” იჯარა დაუსრულდა და გუნდს დაემშვიდობა, – ფეხბურთელმა ამის თაობაზე წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა და „რასინგის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც სარაგოსას „რეალს“ ეკუთვნის, არ მალავს, რომ გუნდს იმედგაცრუებული ტოვებს.

„მოვიდა დრო, დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია იმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობ. დიდი იმედითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანებმა ვერ დაინახეს და არ დააფასეს. მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ. ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ისინი საუკეთესოები არიან და უკეთესს იმსახურებენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს ერთად გადალახავთ და დაბრუნდებით უფრო ძლიერები – წარმატებები!“ – წერს გიორგი პაპუნაშვილი.

გიორგი პაპუნაშვილი ახლა სარაგოსას „რეალს“ დაუბრუნდება, რომელიც ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. კლუბთან მას კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ჯერ უცნობია, ახალ სეზონზე გიორგი სარაგოსელებთან ერთად ითამაშებს თუ რომელიღაც სხვა გუნდში ვიხილავთ.

დატოვე კომენტარი