პაპუნაშვილმა ისევ გაიტანა და „ზირას“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა და „ზირას“ გასვლით შეხვედრაში „საბაილთან“ 3 ქულა მოუტანა – 1:0.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-18 ტურის დაპირისპირებაში ორივე ქართველი ფეხბურთელი „ზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო – პაპუნაშვილიც და დავით ვოლკოვიც და ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

ზირამ“ აუტსაიდერთან შეხვედრის პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მიზანს ვერც შესვენებამდე მიაღწია და მეორე ტაიმის დიდი ნაწილიც უშედეგოდ უტევდა.

მატჩის გმირი პაპუნაშვილი გახდა. 77-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევისას ქართველი ნახევარმცველი კარის წინ გაიხსნა, ზუსტი ძლიერი დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო და „ზირას“ გამარჯვება მოუტანა.

ზირა“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა. გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა, ბოლო ოთხ შეხვედრაში – 3.