პაპმა ფრანცისკემ რომის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა
Pope Francis visits Bambino Gesu Pediatric Hospital to thank for caring for Ukrainian children, who fled the Russian invasion of Ukraine, in Rome, Italy, March 19, 2022. Since the beginning of the conflict, the hospital has taken care of about 50 Ukrainian children. Vatican Media/Handout via REUTERS
რომის პაპმა ფრანცისკემ რომის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვატიკანის მონაცემებით, რომში მდებარე ბამბინო ჯეზუს პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად უკრაინიდან ევაკუირებული 19 ბავშვი მკურნალობს. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან აღნიშნულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსი გაიარა 50-მდა ბავშვმა უკრაინიდან.
„ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და კაცების ტანჯვა, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას და გაურბიან დაბომბვებს, შემაძრწუნებელია ჩვენი სინდისისთვის“, – განაცხადა პარასკევს სლოვაკეთში საეკლესიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რომის პაპმა.