მესამე შეხვედრაც ვადამდე დაასრულა და უკვე მეოთხედფინალშია ამირან პაპინაშვილი (60 კგ). ქართველი მსუბუქწონოსანისთვის მერვედფინალური დაპირისპირება, დილის სესიაში ყველაზე რთული უნდა გამომდგარიყო. თუმცა როგორც გამოჩნდა, ამირანი მშვენიერ ფორმაშია. მასპინძელთა ფალავანი – ორჰან საფაროვი, ამირანმა ბეჭებზე 20 წამში გააკრა და დარბაზში შეკრებილი ადგილობრივი გულშემატკივარი ნაადრევად დაამწუხრა.
ამ გამარჯვებით პაპინაშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გამოცდილ ბრაზილიელ – ერიკ ტაკაბატაკეს შეხვდება.