ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მესამე წრეც გაიარა და მერვედფინალში გავიდა. ბულგარელ იაროსლავ გერჩევთან პოლონეთში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ამჯერად პაპინაშვილს რევანშისთვის წუთნახევარი დასჭირდა.
შეხვედრის დაწყებიდან 30 წამში – პაპინაშვილმა ჩავარდნისთვის შიდო მიიღო, მაგრამ აქედან ერთ წუთში გდება შეასრულა, თან ისეთი, შეხვედრაც დაასრულა.
მერვედფინალში პაპინაშვილის მეტოქე, მასპინძელთა ერთ-ერთი მთავარი იმედი – ორჰან საფოროვი იქნება. 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორიმა, ამავე ეტაპზე მადაგასკარელ – აბდოუ ნაზირ ბინს ასევე იპონით სძლია.
ამავე წონის 1/16 ფინალურ შეხევდრაში, რამდენიმე წუთში ლუხუმ ჩხვიმიანი, იაპონელ – რიუჯუ ნაგაიმას შეხვდება.