პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT
პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც ორნი – ლუხუმ ჩხვიმიანი და ჯაბა პაპინაშვილი ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობენ და ორივე მათგანი მეოთხედფინალში იჭიდავებს.

მესამე ქართველი ძიუდოსტი ეთერ ლიპარტელინი კი 1/8 ფინალში ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

პაპინაშვილმა მეორე შეხვედრაში ესპანელი რიკო ბერნაბეუ ლამაზი გდებით დაამარცხა.

 

მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა კი ყაზახ ნარბაიევს შებოჭვით სძლია.

 

ჯაბა ნახევარფინალში გასასვლელად პორტუგალიელ როდრიგო კოსტა ლოპესს დაუპირისპირდება, მეოთხედფინალში ლუხუმის მეტოქე ბრიტანელი ან ბერძენი სპორტსმენი იქნება.

ანტალიის გრანდ სლემზე 63 ქვეყნის 528 წარმომადგენელი ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.