იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა „ვერონა“. ჩალჰანოღლუმ და ფარაონიმ გოლები გაცვალეს და მატჩი 1:1 დასრულდა.
93-ე წუთზე, მილანელთა დამრიგებელმა სტეფანო პიოლიმ სამი კასტილიეხო გაიყვანა მოედნიდან და მის ნაცვლად მინდორზე შეუშვა ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟი დანიელე მალდინი.
18 წლის ფეხბურთელი მესამე მალდინი გახდა, რომელმაც „როსონერის“ რიგებში ითამაშა – მამისა და ბაბუის ჩეზარე მალდინის შემდეგ.
ახლა, მალდინების ოჯახის სამ წევრს ერთად „მილანში“ 995 მატჩი აქვს ჩატარებული.