ლეგენდარული იტალიელი მცველის, პაოლო მალდინის ვაჟი დანიელ მალდინი პირველად გამოიძახეს იტალიის 18-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 22 მარტს ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს ჰოლანდიის წინააღმდეგ, – წერს ფუტბოლ იტალია (Football Italia).
ფორვარდი, რომელიც მილანის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, გააგრძელებს თავისი ოჯახის დინასტიას – ადრე ამგვარი პატივი წილად ხვდათ დანიელის მამა პაოლოს და ბაბუა ჩეზარეს.
ამ სეზონში უმცროსმა მალდინიმ 22 მატჩი ჩაატარა იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში და ცხრა გოლი გაიტანა.
პაოლო მალდინი იტალიის ნაკრებში 1988-2002 წლებში თამაშობდა, ჩეზარე მალდინი – 1958-63 წლებში.