პაოლო მალდინის 18 წლის შვილი „მილანის“ განაცხადში მოხვდა
პაოლო მალდინის 18 წლის შვილი „მილანის“ განაცხადში მოხვდა

„მილანში“ მალდინების დინასტიის უმცროსი წარმომადგენელი გამოჩნდა.

პაოლო მალდინის შვილი და ჩეზარე მალდინის შვილიშვილი, 18 წლის დანიელი იტალიის ჩემპიონატში პირველ მატჩს ჩაატარებს.

„მილანი“ დღეს „ნაპოლის“ უმასპინძლებს და უმცროს მალდინის შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ოჯახის მრავაწლიანი ტრადიცია გააგრძელოს.

პაოლო მალდინი მილანური კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენია. პაოლომ „მილანელთა“ მაისურით 902 მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა მამამ, ჩეზარე მალდინიმ – 412.

მილანური კლუბი მიმდინარე სეზონში უჩვეულოდ ცუდად ასპარეზობს. 12 ტურის შემდეგ, იტალიური გრანდი სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე იმყოფება.