პანტომიმის თეატრში დავით შალიკაშვილის სპექტაკლის „მოხუცი და ზღვა“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]
პანტომიმის თეატრში დავით შალიკაშვილის სპექტაკლის „მოხუცი და ზღვა“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი საპრემიერო სამზადისშია. რეჟისორი დავით შალიკაშვილი მაყურებელს ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი ნაწარმოების „მოხუცი და ზღვა“ საკუთარ ვერსიას შესთავაზებს. სპექტაკლის პრემიერა შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალს გახსნის.

ინგლისელი მწერლის ნაწარმოებს ქართველი მსახიობები სხეულის ენით მოყვებიან. წარმოდგენა ელექტრონული, როკ და ჯაზ მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს და ისტორიას არა ტრაგიკულად, არამედ რეჟისორის პოზიტიური ხედვით ყვება.

პანტომიმის თეატრის დასთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას თეატრის ვეტერანი მსახიობები იღებენ, სადაც 14 მსახიობი მონაწილეობს.

სპექტაკლის მუსიკალური გაფორმების, სცენისა და კოსტიუმების იდეის ავტორი თავად რეჟისორია.

ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ის სამდღიანია და 6, 7, 8 ივლისს გაიმართება.