პანკისში აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტექნიკასა და პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს [ფოტო]
პანკისში აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტექნიკასა და პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს [ფოტო]

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებთან შეტაკების დროს სამშენებლო ტექნიკას და პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე ელოდებიან შს მინისტრ გიორგი გახარიასა და თელავში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.