პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ოთარ ხანგოშვილს ოჯახი ხუთი დღეა უშედეგოდ ეძებს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ოთარ ხანგოშვილს ოჯახი ხუთი დღეა უშედეგოდ ეძებს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ოთარ ხანგოშვილს ოჯახის წევრები ხუთი დღეა უშედეგოდ ეძებენ. 54 წლის მამაკაცი ლარსის სასაზღვრო პუნქტით საქართველოში ჩეჩნეთიდან ბრუნდებოდა.

„სავიზო რეჟიმის ერთდღიანი გადაცდომის გამო, რუსეთის საბაჟომ უკან გააბრუნა და ვლადიკავკაზში ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ფიქსირდება”,- აცხადებს დაკარგულის მეუღლე ხადიშათ მარგოშვილი.
ოჯახმა ოთარ ხანგოშვილის დაკარგვის შესახებ განცხადებით დუისის პოლიციას უკვე მიმართა.

„ჩვენ ძალებითაც ვეძებთ. მეგობრები ყავს ყაზბეგში, ჩემი ბიჭი წავიდა და იქაც მოიკითხა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა. ბოლოს მას 26 ივლისს ვესაუბრეთ ტელეფონით. ყაზბეგის პოლიციას უთქვამს ჩემი შვილისთვის, რომ კამერები შეამოწმეს და 28 ივლისს 17:55 საათზე გადმოსულია საზღვარზე. დახმარებას ყველას ვთხოვთ, იქნებ მის პოვნაში დაგვეხმაროთ“,- აცხადებს დაკარგულის მეუღლე.

შს სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ოთარ ხანგოშვილის ფოტოს ოჯახის წევრების ნებართვით ვაქვეყნებთ.

დატოვე კომენტარი