პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხეობაში ჰესების მშენებლობა შეწყვიტოს.

გარდა ამისა, სოფელ ბირკიანში შეკრებილები ითხოვენ, „შეწყდეს იმ აქტივისტების პოლიციაში დაბარება და მათზე ზეწოლა, ვინც ჰესების აშენების წინააღმდეგია“.

„მოვკვდებით და არ ავაშენებინებთ აქ ჰესებს, აქ ჩვენ ცხოვრება გვინდა. არანაირ შემოთავაზებულ პირობებს სამშენებლო კომპანიისგან არ მივიღებთ და არც დავთანხმდებით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ხეობის მოსახლეობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა შეადგინა, რომელსაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გაგზავნიან.

პრემიერს ადგილობრივები ჰესების საკითხის პირად კონტროლზე აყვანას და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას სთხოვენ.