პანკისის ხეობის მოსახლეობას დღეს სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა
პანკისის ხეობის მოსახლეობას დღეს სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა

პანკისის ხეობის მოსახლეობამ დღეს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კახეთის რეგიონში პირველი შეხვედრა სოფელ ჯოყოლას სკოლაში გაიმართა. შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მას პანკისის ხეობაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები დაესწრნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საინფორმაციო კამპანიის მიზანი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავში, ლაგოდეხში, ყვარელსა და საგარეჯოში გაიმართება.