პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.