ადვოკატი - მაჩალიკაშვილების სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ექსპერტიზის ჩასატარებლად გაემგზავრნენ
ადვოკატი - მაჩალიკაშვილების სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ექსპერტიზის ჩასატარებლად გაემგზავრნენ

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების სახლში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაემგზავრნენ.

ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ადგილზე უნდა მოხდეს ფაქტის დეტალური შესწავლა.

პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად პანკისში გაემგზავრა დაჭრილი ახალგაზრდის და ნატა მაჩალიკაშვილი.

ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი განადგურებულია.

მისი თქმით, ეჭვს იწვევს ის, ტემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადება, რომ ხელყუმბარაზე სისხლი არ იყო, მაშინ როდესაც მთელი ოთახი სისხლით იყო მოსვრილი.

ადვოკატის განცხადებით, ისინი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

“მაშინვე უნდა მომხდარიყო ექსპერტის ჩართვა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ხელუხლებელი ყოფილიყო ყველა ნივთი. თუნდაც ხელყუმბარა, რომელზეც იყო საუბარი, რომ ვითომდა თემირლან მაჩალიკაშვილმა დააპირა გახსნა, ამოღებულია, გატანილია და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელყუმბარა, როგორც მამა ამბობს იყო ოთახის ბოლოში და როცა ყველაფერი იყო სისხლით მოსვრილი ხელყუმბარაზე არ აღინიშნებოდა სისხლის კვალი. მას სურდა გადაღება თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი”, – განაცხადა კუბლაშვილმა.