პანდემიისა და ეპიდემიის საფრთხის შემთხვევაში, სასამართლო სხდომები შესაძლებელია, დისტანციურად გაიმართოს
პანდემიისა და ეპიდემიის საფრთხის შემთხვევაში, სასამართლო სხდომები შესაძლებელია, დისტანციურად გაიმართოს

პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია, დისტანციურად გაიმართოს.

შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არც ერთ პირს უფლება არ ექნება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.