პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის თელავის აგრარული ბაზარი ორი ათასი ლარით დააჯარიმეს
პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის თელავის აგრარული ბაზარი ორი ათასი ლარით დააჯარიმეს

პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის თელავის აგრარული ბაზარი ორი ათასი ლარით დაჯარიმდა.

დაჯარიმების შემდეგ ბაზრის ადმინისტრაციამ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაზარში შესვლასა და საქმიანობის განხორცილებას ითხოვდნენ.

ვითარების გასაცნობად ადგილზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი მივიდა და ბაზრის ხელმძღვანელებს შეხვდა. მოლაპარაკების შედეგად, ადმინისტარაციამ მოვაჭრეები ტერიტორიაზე შეუშვა და მათ პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცათ.

ამ ეტაპზე თელავის აგრარული ბაზარი გახსნილია, თუმცა ბაზრის ადმინისტრაციას სურსათის სააგენტოს და შრომის ინსპექტირების რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება დაეკისრა.

დატოვე კომენტარი