პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების ბრუნვამ წინა წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა და 32 მილიარდი ლარი შეადგინა
პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების ბრუნვამ წინა წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა და 32 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების 2020 წლის ბრუნვის მოცულობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პანდემიისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რის გამოც ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო დაწესებული, გასულ წელს ამ სექტორის ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე ექვსი მილიარდი ლარით მეტია. ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ ბიზნესის ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, თუმცა მკვეთრი მატება 2018 წლიდან დაიწყო. 2020 წელს კი, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების, იგივე სამორინეების ბრუნვის მოცულობის მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ გასულ წელს, როდესაც სამორინეებს, როგორც სხვა ბიზნესებს, მომხმარებლების მიღება აეკრძალათ, მოქალაქეებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლეს და ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმებს მიმართეს.

მიუხედავად გაზრდილი ბრუნვისა, 2020 წელს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ – 2019 წელს აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიები 10,816 ადამიანს ასაქმებდნენ, 2020 წელს კი, დასაქმებულთა რაოდენობა 9 864-მდე შემცირდა. ასევე, იკლო საშუალო ხელფასმაც. 2019 წელს სექტორში საშუალო ხელფასები 467 ლარით შემცირდა და 1 599 ლარი შეადგინა.