პანდემიის გამო შეწყვეტილი პროექტი „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“ საქართველოს პირველ არხზე ბრუნდება

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სატელევიზიო პროექტი ეთერში დაბრუნდა. მაყურებელს „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორიის“ ნახვა პირველი არხის ეთერში ისევ შეუძლია. ახალი გადაცემების ჩაწერა სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში მიმდინარეობს.

პროექტის ავტორმა და წამყვანმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ ისტორიული ექსპონატები საქართველოს რეგიონების სხვადასხვა მუზეუმში გადაიღო.

„ამ ტიპის პროექტები ხორციელდება „ბიბისისა“ და სხვადასხვა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ. ფაქტობრივად, პანდემიამ გამოიწვია დროებითი წყვეტა და შეიძლება ითქვას, დღეს ვიწყებთ მეორე ეტაპს ახალციხიდან. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის შეიკვრება ძალიან სერიოზული პაკეტი, რომელსაც გამოიყენებენ როგორც ახალგაზრდები, ისე, ბუნებრივია, საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ადამიანები“,- განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ.

გადაცემის ახალი ეპიზოდი ჩვენს ეთერში 5 ივლისს გავა.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია