პანდემიის გამო, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის აპრილში ჩატარდება

09:38, 16.06.2020

40 წლის განმავლობაში პირველად, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის თარიღი შეიცვალა.

„ოსკარის“ დაჯილდოების 93-ე ცერემონია, 2020 წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამასთან, გადავადდა „ოსკარზე“ ფილმების წარდგენის პერიოდიც. თარიღი 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

მსგავსი